კვარაცხელიას გოლი, დავითაშვილის საგოლე პასი - პსჟ-მ „სენტ-ეტიენი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

ფრანგულ კარიერაში ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს და თავიც გამოიჩინეს: გოლი და საგოლე პასი ქართველების აქტივში.

ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „სენტ-ეტიენი“ 6:1 გაანადგურა. არადა, „მწვანეებისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-9 წუთზე ზურიკოს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლუკას სტასენმა თავით გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. „სენტ-ეტიენი“ უძლეველ მეტოქეს 43-ე წუთამდე ამარცხებდა, სანამ პენალტით გონსალო რამოშმა არ გაათანაბრა. ეს იყო მე-15 პენალტი მიმდინარე სეზონში, რომელიც „სენტ-ეტიენის“ კარში დაიმატა, რაც ტოპლიგების ანტირეკორდია.

მეორე ტაიმში უკვე პსჟ-მ მეტოქეს მარტივად აჯობა. 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი წაართვა, შეტევაში გადავიდა, რომელიც ზუსტი დარტყმით თავადვე დაასრულა და პსჟ-ში მესამე, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მეორე გოლი გაიტანა.

სამ წუთში დეზირ დუემ გაიტანა, შემდეგ ჟოაო ნევეშმა, ხოლო 66-ე წუთზე დუემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა მეორე ტაიმის სტარტიდან 20 წუთში ანგარიში 5:1 გახადეს. ბოლო წუთზე 17 წლის იბრაჰიმ ბაიემ მეექვსეც შეაგდო და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

დავითაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვარაცხელია 64-ე წუთზე. იმ დროისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 3 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 9 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია და 71 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 22 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ნაბიჯშია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.

„სენტ-ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და მომდევნო ტურის მატჩს 6 აპრილს, სტუმრად „ლანსთან“ გამართავს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743496991

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრ...

მიხეილ ყაველაშვილი

1743496221

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - გუშინ ვნახეთ ვითომ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი, უკან კი სააკაშვილის ბანერები, რაშიც „ნაცმოძრაობას“ ვამხელდით, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა

გუშინ სრულიად განულებული ოპოზიცია და მათი განულებული, ვითომ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ვნახეთ, რა მოვისმინეთ?, ვერაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალიას...

ირაკლი კირცხალია

1743494749

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გუშინ პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგა...

შალვა პაპუაშვილი

1743492890

ახალი ამბები

პაატა სალია: საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, სპეკულაციაა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს

 „საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატ...

სალია

1743491556

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ამ რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ჰქონოდათ, რაც სცენაზე მდგომი სალომე ზურაბიშვილია

 „ამ რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ჰქონოდათ, რაც სცენაზე მდგომი სალომე ზურაბიშვილია, მათი ერთადერთი სახე, რომლის გამოჩენაც შეუძლიათ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,...

ნინო წილოსანი