მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს, მირსად აზემოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობებზე, საერთო პრიორიტეტებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, რეფორმების დღის წესრიგზე და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს საკუთარი პოტენციალი - ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის. ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორასთან კავშირების გაძლიერება.
თავის მხრივ, მირსად აზემოვიჩმა ისაუბრა დიასპორის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო პოლიტიკაზე, გამოწვევებზე და ხაზი გაისვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების საჭიროებას.
მხარეები შეთანხმდნენ დიასპორასთან ეფექტიანად თანამშრომლობის საკითხებში თანამშრომლობის და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, აქტიურ მუშაობაზე.
1744799912
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ, წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უა...
1744795607
ახალი ამბებიღამის კლუბ „დაიმონდის“ მფლობელს და პერსონალს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავ...
1744793471
ახალი ამბებითეა წულუკიანი: გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი კარგია თუ ცუდია, რაც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, მისი შვილის სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებ...
1744792942
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა, თბილისის აეროპორტში, 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგა...
1744791981
ახალი ამბებიაღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქ...