მამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს

ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც გადავრჩით ფიზიკურად, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ ქართველებს ერთმანეთი შეაზიზღონ და შეაძულონ.
„ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი შემოვიდა გარედან იმისათვის, რომ ეს სიძულვილის ენა ამგვარად ყოფილიყო რეალიზებული, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი შეგვაზიზღონ და შეგვაძულონ. რომ ერთმა მხარემ მეორეს ეძახოს რუსი, ოკუპანტის ინტერესების გამტარებელი. მათთვის სახელი დაერქმიათ, კი ბატონო, ესეც გგონიათ ძალიან ანაღვლებთ მათ პატრონებს? ჩვენ თავის სახლეს რომ ვარქმევთ და მოღალატეებს ვეძახით, ესეც რაღაც კუთხით მათ ინტერესშიც კია. სხვა გზა არ გაქვს, ქართველ ხალხს უნდა უთხრა სიმართლე და ეს იძულებითი სვლაც კი გამოყენებულია მათ მიერ. იმიტომ, რომ პოლარიზაციის გაღვივებას ნამდვილად უწყობს ხელს, უბრალოდ, შენ სხვა გზა არ გრჩება, რადგან ამ შემთხვევაში ჩაგანაცვლებენ აგენტურით, თუ არ უთხარი ხალს სიმართლე და მათი მეტი, უფრო დიდი მიზანი უკვე მიღწეულია და ისე შეგაგდებენ სადღაც ომში, როგორც არაფერი და გამოგიყენებენ პაიკად. მათი მხრიდან რაღაცებზე რუსული კანონების 100 ათასჯერ ძახილი და პიარული კოდალას ეფექტი, ეს ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება. როცა საზოგადოებას გახლეჩ მერე იქ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა და ჩვენც ჩვენი მოკრძალებული წვლილი გვაქვს ამაში. არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს და ამით გადავრჩით ფიზიკურად. ასევე, პირველი ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, წარმოიდგინეთ. არა თუ ფიზიკურად გადავრჩით ეკონომიკური ზრდით ვართ ევროპაში პირველები. ამასაც მივაღწიეთ. ეს ფაქტია და დანარჩენი ილაპარაკონ, მაინც ლაპარაკობენ საშინელებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
1744738051
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...
1744735393
ახალი ამბებიედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...
1744732609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...
1744730265
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...
1744729905
ახალი ამბებითურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...