მარიამ ქვრივიშვილი: ყველა ახალი პირდაპირი რეისი არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი

ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ორივე ავიაკომპანიასთან [British Airways და easyJet] და ზოგადად ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც ეტაპობრივად დაემატება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას მიმდინარე წელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საუბრისას.
„პირველ რიგში მოხდა არსებული მგზავრთა ნაკადის მონაცემების გაზიარება, კომპანიებმა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გააკეთეს კვლევა. ამავდროულად ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრადობას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და ის, რომ საქართველო დღეს ფაქტობრივად არის 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება, რაც ავიაკომპანიის კომერციულ მდგრადობას უზრუნველყოფს.
ყველა ახალი პირდაპირი მიმართულება, ყველა ახალი პირდაპირი რეისი, არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი და მსყიდველუნარიანი ქვეყნებიდან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ამავდროულად სტიმულს აძლევს შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, რომ კვლავ განაგრძონ ინვესტიციები ტურიზმის სექტორში იქნება, ეს განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები თუ სხვა მიმართულება. რაც ამავდროულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრიტანული ავიაკომპანია შემოვიდა - დაბალბიუჯეტურმა „easyJet“-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები გასულ კვირას შეასრულა.
1744140376
სპორტიგივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა. პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურ...
1744138775
საზოგადოებააშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საფრთხე შეუქმნას პანამის არხის ფუნქციონირებას
პანამის არხზე ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის პანამის არხს. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ და პანამა ერთად უზრუნველყოფენ ამ საკვანძო ა...
1744137898
მსოფლიოტრამპმა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები დაუწესა - თეთრი სახლი
აშშ-მა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები ოფიციალურად დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, იტყობინება CNN. აღინიშნა, რომ ახალი ტარიფები ძალაში შევიდა...
1744134303
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა
თბილისის მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოშლილი ჯებირის აღდგენა, - განაცხადა თბილ...
1744131515
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: აქტივიზმი და რევოლუციონერობის მცდელობა, საპასუხისმგებლო საქმეა, დოის გასტროლებზე და ნანკას პათეტიკებზე ამოფარება არ გამოვა, ან დგახარ გამაუპატიურებელი რეჟიმის მობრუნების ავანგარდში და ამას აღიარებ, ან ელოდები არჩევნებს
საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ ადამიანების ისეთ პირად ტრაგედიებს, ყველაზე პერვერსიული საშინელებათა ფილმის სიუჟეტებში რომ ვერ აღმოაჩენ, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩ...