"მართლაც გასაკვირია ასეთი ულტიმატუმებით საუბარი" - მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ისპობა, თუმცა მისი აზრით, გასაკვირია ულტიმატუმებით საუბარი.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უკვე გასაკვირია ასეთი მონდომება მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადასვლასთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, სათქმელია, რომ შიმშილობის შეწყვეტა ეს კარგი ამბავია, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი ამით ისპობა, ეს ძალიან კარგი ამბავია. მართლაც გასაკვირია ასეთი ულტიმატუმებით საუბარი, კი სტრასბურგის სასამართლოს თითქოს ეთანხმება, მაგრამ იქვე დამატებით პირობებს აყენებს, ეს მე მგონი, მაინც და მაინც თანმიმდევრული არ არის ერთმანეთთან. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა, ეს ვფიქრობ, დამოკიდებული უნდა იყოს არა ამ ულტიმატუმზე და პირობის წამოყენებაზე, არამედ კონკრეტული საჭიროებები რაც ექიმების მხრიდან იქნება დანახული და არა იურისტების მხრიდან, ამის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, შესაბამისად ახლა პენიტენციური სამსახური უნდა დაინტერესდეს სწორედ ამ კონკრეტული საკითხის შეფასებით, რომ შიმშილის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენად შეძლებს მისი სამედიცინო საჭირო სერვისით უზრუნველყოფას, თუ ის შეძლებს ასეთ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური იქნება პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სხვა მხრივ კი, ულტიმატუმის ამგვარად წამოყენება ვფიქრობ, საერთოდ ალოგიკურია ბევრი მიზეზის გამო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეული პირობები დააყენა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔴 ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...