მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა.

კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა