მეუფე იაკობი: ვინც ღმერთის და საქართველოს წინააღმდეგ წავა, საბოლოოდ დამარცხდება, ნუ ვივლით ვიღაც ბალტიისპირელების, გერმანელი დეპუტატების ჭკუაზე, ერთმანეთი შევიყვაროთ

ნათლისღებასთან დაკავშირებით წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა.

მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„დღეს, რომ შევადაროთ პოზიცია და ოპოზიცია, ან ხალხი, რომელმაც არჩევანი გააკეთა ან ერთი ან მეორე - ერთი არჩევანი იყო ოჯახური ღირებულებები და ამ ღირებულებებში შედიოდა ის, რომ ღმერთი რასაც მოგვიწოდებს, ის გვეკეთებინა.

როდესაც ევროპისკენ მიდიხარ, უნდა ჰკითხო, რა თქმა უნდა, რა წესები აქვთ, მაგრამ იმათაც უნდა უნდა გაითვალისწინონ, შენ ვინ ხარ, გკითხონ, შენ რა წესები გაქვს. ის კი არ არის, რადგან მოვდივარ, ყველაფერი შენი მივიღო. ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, რომ ზოგი, მაგალითად, სადაც ნახავს დიდ იმპერიას, მისი მონა-მორჩილი იქნება, ზოგი კიდევ ჩვენსავით, ქართველებივით თავისუფლების მოყვარული იქნება და ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ ვიღაცის უღელი არ დაიდგას.

ზოგს ჩამოუყალიბდა გენეტიკურად, რომ ძლიერ აღიარებს და ჩვენ ღმერთს ვაღიარებთ. ვინც ღმერთის და საქართველოს წინააღმდეგ წავა, საბოლოოდ დამარცხდება. თითოეული ჩვენგანი დადგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა დაგვიდგეს იქით.

ეს მაბეზღარობა ქალბატონი სალომესგან იქნება თუ ვისგანაც იქნება... ჭკვიანად უნდა იყვნენ, სახელმწიფო თუ ვერ მიხედავს, სათითაოდ მივხედავთ მაგათ. ნუ ვივლით ვიღაც ბალტიისპირელების, პოლონელი, გერმანელი დეპუტატების ჭკუაზე. ერთმანეთი შევიყვაროთ და დავაფასოთ“, - განაცხადა მეუფემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739729305

ახალი ამბები

„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე

15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...

 აჩიკო ბერიძე

1739725172

ახალი ამბები

„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...

ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

1739723281

ახალი ამბები

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...

ავარია

1739720325

ახალი ამბები

ბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თო­ფა­ძემ 1957 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ...

 გოგი თოფაძე

1739719415

მსოფლიო

გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...

გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი