მეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან

დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მან მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტის თქმით, ჩვენ წინაშე არის ორი გზა: ეს არის გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა. მეორე გზა კი არის ბოროტების, უსამართლობის, არაწმინდების.

ამ მოვლენას, რომელსაც დღეს ჩვენ ვზეიმობთ, კაცობრიობა ელოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; ელოდნენ მხსნელს, რომელიც შეაერთებდა ზეცას და მიწას, რომელიც ასწავლიდა ადამიანებს სიმართლით ცხოვრებას. ეს სიხარული მაცხოვრის შესახებ სამყაროს ეუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით.

როგორ ეუწყა? - მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა, რომ მისგან იშვება ძე, რომელსაც იგი უწოდებს იესოს. ,,როგორ იშვება, როდესაც მან მამაკაცი არ იცის?“ - ჰკითხა ყოვლადწმინდა ქალწულმა მთავარანგელოზს. მან მიუგო და აუხსნა, რომ სულიწმინდა გადმოვა მასზე და მისგან შობილი იქნება ძე ღვთისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი რწმენა და სიმდაბლე უნდა ჰქონოდა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ამ საოცარ სიტყვებზე მან უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“ (ლკ. 1, 38). აი, ასე გახდა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი ღვთის დედა.

კაცობრიობის ისტორია ორ ნაწილად იყოფა: ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ქრისტეს შობამდე ადამიანები ეძებდნენ ღმერთს და ელოდნენ მხსნელის მოსვლას, ემზადებოდნენ ამისთვის საუკეთესო წარმომადგენლები კაცობრიობისა. უფალთან შესახვედრად, მის მოსამზადებლად მათ გაიღეს ყველაფერი საუკეთესო, ყველაზე კარგი, რაც კი შეძლეს - ეს არის ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის პიროვნება.

ქრისტეს შობის შემდეგ კაცობრიობა უკვე იცნობს ღმერთს შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელია. ქრისტეს სახარება მიმართულია ყველა ადამიანისკენ, ყველას მოუწოდებს. ეს არის ჭეშმარიტება რწმენაზე, სიყვარულზე, ღმერთზე, სულის ცხონებაზე. ეს ჭეშმარიტება, როგორც ნათქვამია უფლის გამოცხადების წიგნში, დგას ყოველი ადამიანის გულის კართან და აკაკუნებს, მაგრამ ჩვენს გულამდე მიღწევა რთულია, რადგან ზურგს ვაქცევთ და უარს ვეუბნებით-ხოლმე მას. უფალი კი მაინც აკაკუნებს და მოგვიწოდებს. უეცრად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს გული მოულბება, გონება გაეხსნება და როგორც ღვთისმშობელი, წარმოთქვამს ასეთ სიტყვებს: ,,აჰა, მე ვარ მხევალი ღვთისა, ან მონა ღვთისა, მეყოს მე შენი სიტყვებისამებრ“... და ასე ხდება ადამიანი ღმერთშემოსილი.

ძვირფასო ძმებო და დებო, გავიხედოთ ჩვენ ირგვლივ, რას ჩადიან ადამიანები ქრისტეს გარეშე, რწმენის გარეშე.

ამდენად, ჩვენ წინაშე არის ორი გზა: ერთი გზა არის ღვთისმშობლისა, ყოვლადწმინდა ქალწულის გზა; ეს არის გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა. მეორე გზა არის ბოროტების, უსამართლობის, არაწმინდების და ა.შ. ჩვენ რომელ გზას ვირჩევთ, რომელი გზით გვსურს სიარული?!

დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ ამ საღვთო გზით სიარული, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ გადავუხვიოთ ამ გზიდან, სულის ცხონების გზიდან. ამ გზაზე ყოველთვის ვადიდოთ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი და ვუგალობდეთ მას: „გიხაროდენ, სახარულევანო! გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ, წმიდაო სძალო უსძლოო“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744041758

საზოგადოება

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა

იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...

უშუს ეროვნულმა ნაკრებ

1744041511

საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1744039886

საზოგადოება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...

საბაგირო გზა

1744034643

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1744034324

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები

„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...

 ირაკლი კირცხალია