სურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას.
„კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1744041758
საზოგადოებასაქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა
იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...
1744041511
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...
1744039886
საზოგადოებარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...
1744034324
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები
„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...
1744033525
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან
დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვ...