„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება.
მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და სპონტანურია.
„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური. კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ამ დონეზე ვერაფერი შემთხვევით ვერ მოხდება, გარდა სტიქიური უბედურებისა. ცხადზე უცხადესია, რომ ეს არის მსოფლიოში ორი ბანაკის ბრძოლის ზედაპირული გამოძახილი. ეს ბანაკები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ქვეყნების გეოგრაფიული, ადმინისტრაციული საზღვრების ნიშნით, ფსევდოლიბერალური ისტებლიშმენტი, რომელსაც ფესვები სხვადასხვა ქვეყნების ელიტებში სხვადასხვა დონეზე აქვს გადგმული, ემზადება ტრამპის და მისი სახით კონსერვატიული ძალების წინააღმდეგ შეტევის ახალი ეტაპისათვის.
ამჯერად ამ შეტევის ორგანიზატორებად მაკრონის საფრანგეთი და ლეიბორისტების ბრიტანეთი გვევლინებიან, ამერიკელ დემოკრატებთან ერთად, ხოლო კულისებიდან: სოროსი, როტშილდები, ბილ გეიტსი, BlackRock და ამ კალიბრის სხვა მოთამაშეები.ზელენსკის დემარში მხოლოდ ამ შეტევის დასაწყისის საჯარო ნიშანი იყო შოუს ფორმით.დააკვირდით ფსევდოლიბერალების ევროპელი ფიგურების გუშინდელი მესიჯების საერთო შინაარსს: "ზელენსკი, შენ მაგარი ხარ, გმირი ხარ, ჩვენ შენი გვჯერა, გაგვიძეხი შენს გვერდში ვართ!" ხვალ ლონდონში ეს პომპეზურად გაფორმდება და ზემოხსენებული ისტებლიშმენტი, რომელმაც ისე შექმნა და მიმართა ზელენსკი მთელი ამ წლების მანძილზე, რომ თვითონ ობიექტი ბევრს ვერაფერს ხვდება დღემდე, ამ მის გამოძერწილ გმირს ტორპედოს ფუნქციით გაისვრის ტრამპის და კონსერვატიული ბანაკის წინააღმდეგ, თვითონ კი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ბუნკერში უხიფათოდ იჯდება და მოვლენებს დააკვირდება.
ისინი ახლაც თვლიან, რომ ტრამპი დროებითი მოვლენაა, უნდა შეუტიონ ან გადააგორონ, ხოლო თუ გათვლა სწორი არ აღმოჩნდა, პოლიტიკური მსხვერპლი ზელენსკი იქნება, რომელზეც რეალურად გული ისევე შესტკივათ, როგორც 2008 წელს საქართველოზე.ზელენსკის ამ ყველაფრის აღქმაში ხელს უშლის როგორც ის, რომ არაა პროფესიონალი პოლიტიკოსი, ასევე ისიც რაც არის - შოუმენი და მსახიობი. როგორც მსახიობს, მას აქვს სწრაფვა აპლოდისმენტებისკენ, ის ხედავს ნახევარ მსოფლიოს აუდიტორიას, საიდანაც ტაში ესმის, შეუძლებელია მოსთხოვო მოერიოს ინსტინქტებს და რაციონალურად იაზროვნოს, აუდიტორიას კი გამობრძმედილი და შეუბრალებელი მანიპულატორები მართავენ, რომლებმაც ზეპირად იციან როდის რომელ სიმს უნდა შეეხონ ადამიანების გასაბითურებლად.ნიშანდობლივია მთელი ამ შოუს დამაგვირგვინებელი ფრაზა, რომელიც ჯუჯა ესტონეთის წარმომადგენელმა, ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ლიდერად დანიშნულმა კაია კალასმა თქვა და რომლისთვისაც საყოველთაო აჟიტირების ფონზე, ჯერ ყურადღება არ მიუქცევიათ პოლიტოლოგებს: „დასავლურ სამყაროს სჭირდება ახალი ლიდერი“.
ჩანაფიქრიც ეს იყო - რაკი აშშ ს არჩევნებზე მათიანმა ვერ გაიმარჯვა და რუმინელებისგან განსხვავებით კალასები და იუკნევიჩიენები ამერიკელ ხალხს ვერც არჩევანს გაუუქმებენ და არც ტრამპის ციხეში ჩასმა გამოუვათ, ახლა დღის წესრიგში დისკრედიტაციის პროექტი შემოდის, ამისთვის კი მსახიობის გამოყენება მისწრებაა.ზელენსკის მაინც აქვს გადარჩენის ვარიანტი - გადადგომა და ლონდონში ან პარიზში წასვლა, ჩადგომა პოზაში, რომ მას არ მისცეს მოქმედების შესაძლებლობა, უღალატეს. უკრაინის სხვა ლიდერის თითოეული წარუმატებლობა მხოლოდ გააძლიერებს ზელენსკის ამ პოზიციას. მთელი ფსევდოლიბერალური მედია მანქანა ამაზე იმუშავებს, იმ გათვლით, რომ ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ და ერთი და იგივე ხრიკზე ათასჯერ შეიძლება წამოაგო, მითების შეთხზვა კი „ობიექტური" და „დამოუკიდებელი" ლიბერალური მედიისთვის პროფესიული საქმეა. ხოლო თუ არც ეს იმუშავებს, მაშინ კი ზელენსკი ფრთხილად უნდა იყოს, სტიქიური უბედურებები ძალიან მოულოდნელია ხოლმე“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...