"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.
"ცვლილებების აუცილებლობა არ არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის, ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს.
არა, არავითარ შემთხვევაში.
ჩვენ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს ყველა გამოცდილ მოქალაქეს, მათ უნდა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად.
ჩვენი ვალდებულებაა, თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ, რომ არაფერი გვამოძრავებს გარდა ნათელი მომავლისა" – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.
სხვა სიახლეები:
🔳 "კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო" - ვის მიმართავს მამა პეტრე კვარაცხელია
🔳 "კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო" - ვის მიმართავს მამა პეტრე კვარაცხელია
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...