ნინო წილოსანი - ქართული ენის შენარჩუნება და დაცვა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი

„დღევანდელი დღე არა მხოლოდ ჩვენი ენის, არამედ ჩვენი ეროვნული იდენტობის აღნიშვნაა. ენა გვაერთიანებს და ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. ის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია რის გამოც ჩვენ, ქართველები გვქვია და რითაც განვსხვავდებით მსოფლიოს 194 ქვეყნისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია. სწორედ, ქართული ანბანის უნიკალურობის დასტურია იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარებაც.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა გვასწავლის, რომ ენა არის ჩვენს რწმენასთან და მამულთან ერთად, ის განუყოფელი ნაწილი, რომელიც თვითმყოფად და დამოუკიდებელ ერად გვაყალიბებს.
„საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ერის ღირსების - ენის, მამულის და სარწმუნოების დასაცავად იბრძოდნენ მედგრად. 1978 წლის 14 აპრილს სწორედ ქართული ენის დასაცავად გაერთიანდა ჩვენი საზოგადოება. გავერთიანდით და დავიცავით კიდეც, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც საბჭოთა მანქანასთან ბრძოლაში დათმეს თავისი უპირატესი საგანძური - ენა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქართული ენის დაცვა და მომავალი თაობებისთვის მისი გადაცემა, ღირსების საკითხია.
„ჩვენი ენის შენარჩუნება და დაცვა, ისევე როგორც მისი სიყვარული, არის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ღონისძიების ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გია ალიბეგაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
1744738051
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...
1744735393
ახალი ამბებიედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...
1744732609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...
1744730265
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...
1744729905
ახალი ამბებითურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...