ნინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო

ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი აღმოვჩნდით ჩვენ და რაც მთავარია წინა ფლანგზე ვიდექით მშვიდობის დასაცავად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინი წილოსანმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„უპირველეს ყოვლისა ეს მშვიდობა დავიცავით ჩვენივე ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა სწორედაც რომ საფუძველი დავუდეთ იმ დიდ პროცესებს, რომელსაც ახლა ვადევნებ თვალყურს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ გარკვეული პოლიტიკური დინებები და ჯგუფები ქვეყნებს ითრევდნენ ომში და რაც მთავარია უკრაინის ომთან მიმართებაში იყო კონკრეტული ინტერესი, რომ ის არ დასრულებულიყო, ახლა ეს ეჭვები საერთოდ გაიფანტა. დღეს მინდა ყურადღება მივაქციო უკრაინელ პოლიტიკოსებსა და გერმანიის დაზვერვის სამსახურს შორის გარკვეულ დაპირისპირებას, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ თუ უკრაინის ომი დასრულდება 2030 წლამდე, მაშინ ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე ევროპისთვის იმიტომ, რომ რუსეთი ამ ომით სუსტდება.
ზუსტად ამას ვამტკიცებდით და ამას ამბობდით, რომ ის საუბრები, ის მოთხოვნები რომელიც კულუარებში ჩვენს მიმართ ჟღერდებოდა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ამ საომარი დღის წესრიგის ნაწილი იმიტომ, რომ ჩვენი ქართველების ხოცვა-ჟლეტით ვიღაცის უსაფრთხოება უზრუნველგვეყო, სწორედ ეს იყო რასაც გავუწიეთ წინააღმდეგობა და რასაც ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდექით.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს და მის დასრულებას, ჩვენ ვხედავთ რამხელა ძალისხმევას დებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, თავის ადმინისტრაციასთან ერთად და როგორ ძლიერად იბრძვიან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს.
2000 -ზე მეტი ადამიანი იხოცება კვირის მანძილზე, ეს განაცხადა ტრამპმა და მას აქვს სურვილი, რომ გახდეს მშვიდობისმყოფელი, თუმცა ვხედავთ რამხელა წინააღმდეგობას წევენ, მათ შორის ევროპის რიგი ლიდერები და პრეზიდენტები. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ომი გარდა იმისა, რომ დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, ალბათ სამწუხარო და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ვიღაცისთვის გამდიდრების საშუალებაა.
თქვენ ნახავდით ილონ მასკის პოსტს, სადაც ის ამბობს რომ დაასანქცირეთ ტოპ 10 უკრაინელი ოლიგარქი და ეს ომი დასრულდება. აქ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმაზე, რომ ომით ადამიანები მდიდრდებიან. ეს ომი გარდა იმისა, რომ ვიღაცის პოლიტიკური თამაშია და დიდ დაფაზე რაღაც გაშლილი ფიგურები, ამ შემთხვევაში ბევრისთვის ეს გამდიდრების საშუალებაა და ნამდვილად ეს ომი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა წილოსანმა.
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...