ოპოზიცია აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

ოპოზიცია აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.
„მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარში ერთხელაც ვერ გაბედა, რომ ეთქვა - რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი.
ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორად თორნიკე რიჟვაძე ვერ ასახელებს. მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, შესაბამისად, მისი განცხადებები ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. მან მთავრობის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ პროცედურას მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ და მოუწოდებთ კოლეგებს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, მხარი დაუჭირონ ორი კვირის წინ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ომის შეფასებას გულისხმობს”,- განაცხადა გიორგი კირთაძემ
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს აჭარის მოსახლეობის პოზიციას.
„ფაქტია, ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფალი დღემდე 2008 წლის ომში ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას; უკრაინაში რუსეთის ომში ირჩევს სიჩუმეს და ამით ადანაშაულებს უკრაინას – ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რომელზე პასუხისგება მას მოუწევს გადადგომით და საკუთარი რეპუტაციით“, – განაცხადა კუპრაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, დღის წესრიგში არ დადგება.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 133-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად; მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძრვრისთვის საჭიროა 7 დეპუტატის ხელმოწერა. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ განცხადებას ხელს აწერს ექვსი წევრი. შესაბამისად უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არ დაიწყება!", - დაწერა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ლადო მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, 7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – რუსეთმა თუ უკრაინამ, არ უპასუხა. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ.
მოგვიანებით რიჟვაძემ სოციალურ ქსელში მისი კრიტიკის საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „დაკავშირებულმა და ანგაჟირებულმა“ მედიასაშუალებებმა მისი ბიოგრაფიის და საგარეო პოლიტიკური კურსის გაყალბებისთვის მოიცალეს.
„მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო?“, – დასვა რიტორიკული კითხვა რიჟვაძემ.
ასევე საინტერესოა:
🔵 სამშობიაროს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...