პაპუაშვილი: როცა ძალადობას მშვიდობას ეძახის ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, თუ მშვიდობაა მაგისტრალების გადაკეტვა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ ავტობანებზე

„პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ. როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება. როდესაც ძალადობას ეძახის მშვიდობას ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაანონსდა, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ ბლოკირებას, რასაც პოლიცია ვერ დაუშვებდა.

„მე დეკემბერში რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელიც ასე მალე აუხდა ბევრ დედაქალაქს. მაშინაც დიპლომატები, ბრიუსელელი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები გვიმტკიცებდნენ, რომ მაშხალების ბაზუკები, ქვების სროლა პოლიციისთვის, პარლამენტის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობიანი აქცია. არცერთ ბრიუსელელ ბიუროკრატს, არცერთ დიპლომატს არ უთქვამს, რომ ეს იყო ძალადობა.

ხაზგასმით, ქართველი ხალხისთვის უტიფრად ტყუილის თქმის სახით გვეუბნებოდნენ, რომ მაშხალების, ქვების სროლა, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუ ეს არის მშვიდობა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავის დედაქალაქებშითქო, აუხდათ. თუ ახლა მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავიანთ მაგისტრალებსა და ავტობანებზე.

დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ ბლოკირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ვიდრე ტროტუარზე იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს, მათ სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობა არ ჰქონიათ.

„მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას რომ სამართალდამცველები არ მისცემდნენ, ეს ცხადია, პოლიცია აფრთხილებდა, არ მოეხდინათ ბლოკირება. ამის მიუხედავად, მათ სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება. გარღვევა როგორ უნდა მოხდეს, თუ არა ძალადობით.

ჩვენ ვნახეთ, რომ ვიდრე ტროტუარზე იყო აქცია, პოლიციას ჰქონდა კორდონი, სთავაზობდა დაეკავებინათ გარკვეული სატრანსპორტო ზოლი, ამის მიუხედავად, „ნაცები“ არ ვართო რომ გაიძახიან, ფრთაფარფატა ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი, გუშინ რა სახეები ნახეთ იქ. იყვნენ გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია, ყველა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყო. ხომ დადასტურდა, რომ ეს აქცია არის „ნაცების“ აქცია.

პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ და როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭირო არის საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება, დაკავება და ა.შ. როცა ძალადობას ეძახის მშვიდობას ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას. ცალკეულ ინციდენტებს სპეციალური საგამოძიებო კომისია დაადგენს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738593249

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ხალხი ათწლეულებით უსწრებს მთელ მსოფლიოს - მათ შორის აშშ-სა და ევროპას - დრონების ტექნოლოგიით და სხვა ინოვაციებით

ვისურვებდი, რომ მარკო რუბიო უკრაინაში ჩავიდეს. ვფიქრობ, მან ნამდვილად უნდა ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა. მან განაცხადა, რომ ომმა უკრაინა ასი წლით უკან დააბრუნა. ვფიქრობ, ეს განცხადება კითხვებს აჩენს, - ა...

უკრაინის პრეზიდენტი

1738591469

ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო. „საჯარო სა...

მთავრობის შენობა

1738590452

საზოგადოება

ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე...

ნინო სალუქვაძე

1738588080

ახალი ამბები

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8563 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1738585864

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია

„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარ...

შალვა პაპუაშვილი - დეპუტატი