დავით ქართველიშვილი რადიკალების გეგმებზე: ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს“, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი

 ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური" თუ „რუსული“ პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის - გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად - არც ვალდებულება და არც უზენაესი დათქმები არ არსებობს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, გადაკეტონ თბილისის შემოსასვლელი მაგისტრალი, ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ აქციის მონაწილეები შეცდომაში შეჰყავთ თავიანთ დამკვეთებს, როცა ეუბნებიან, რომ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის გამო სადამსჯელო ნორმები ჯერ არ შესულა ძალაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ნაც-ადვოკატები მათ ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ.

„დღეს თბილისში დედას ვეფერები მის დაბადების დღეზე, საღამოს კი შვილიშვილებს შევპირდი, ძეგვში მამიკოს საფლავზე ერთად ავიდეთ - მათ დარგულმა ყოჩივარდებმა გაიხარეს. შემოვლითი გზით წამოდიო, მირჩიეს - „კონიაკის დასახლება", ავჭალა, მცხეთა და ა.შ. "პეროვნებებმა" სახლისკენ მიმავალი გზა უნდა გადამიკეტონ თურმე. გამორიცხულია, მათ დაკრულზე „შემოვლით გზებს" ვირჩევდე ამ დარჩენილ წუთისოფელში. შანსი არაა!
დღეს მათი ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს", განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი - გადაკეტეთო მაგისტრალი, ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „ვალენტინობა" დღიდან შედისო ძალაში. არა და, მშვენივრად იციან, რომ მეორე დღეა რაც კანონიერ ძალაში შესულია ეს სამართლებრივი ნორმა.

ასეთი გზით „პოლიტპატიმრების" გამრავლება ვერ გიშველით. პირველ რიგში, ვერ გიშველით „თვით სტრასბურგიც" კი, რომელიც დაღალეთ ჯერ კიდევ 2004-2012 წ.წ. ადამიანის უფლებების კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევით და შემდგომ წლებში უკვე თქვენი ბელადის და მისი სექტანტების არაერთი თაღლითობით. სწორედ სტრასბურგმა გამხილათ „"სისტემური ძალადობის რეჟიმის" შექმნაში და დღეს სტრასბურგს გინდათ უჩივლოთ - საქართველოში კანონს იცავენო? „წარმატებები"!

ასე რომ, არანაირი „შემოვლითი" გზები - თქვენთვის შესაფერისი ადგილების მისაჩენად. ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური" თუ „რუსული" პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის - გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად - არც ვალდებულება და არც უზენაესი დათქმები არ არსებობს. ვისაც გადარჩენა და ცხონება გვამოძრავებს - ყველას გატარება მოგიწევთ. მხოლოდ პირდაპირი და არანაირი შემოვლითი გზებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738489445

მსოფლიო

ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებენ

 აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეე...

ჩინეთის დროშა

1738489022

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი მაგისტრალის გადაკეტვაზე: ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებელსაც მისგან დაფინანსებულის ქმედებაზე-საკმარისია ქვეყანაში რყევების და არეულობის მომწყობების თავგასულობა

 „ავტომაგისტრალის გადაკეტვა და ბლოკირება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ამის შესახებ მგონი დიდი მსჯელობა საჭიროა არ არის. ამავდროულად ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებე...

ზოგადი

1738488733

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში გოლი გაიტანა

 საფრანგეთის ლიგა ერთის მე-20 ტურში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ლილს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მე-6 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც...

ზურიკო დავითაშვილი

1738488275

სპორტი

პარიზის გრან სლემზე დღეს შვიდ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. მედლებისთვის იბრძოლებენ ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ), ლუკა მაისუ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1738481421

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცი რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

 ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. „44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, ს...

ააა