პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული დ.ე., 1974 წელს დაბადებული ნ.ბ., 1967 წელს დაბადებული გ.ც., 1988 წელს დაბადებული ნ.ო., 1982 წელს დაბადებული თ.შ., 1971 წელს დაბადებული დ.ხ., აგრეთვე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები - 1970 წელს დაბადებული ი.ჭ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.კ., და 1964 წელს დაბადებული ნ.დ.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

აღნიშნული ქალები კი სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

სამართალდამცველებმა, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716190985

ჰოროსკოპი

„გვაქვს სავსემთვარეობის კვირა, რაც არის ძალიან ჯადოსნური... შესაძლოა აღმოაჩინოთ საგანძური“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„იწყება ბევრი დადებითი ასპექტის მქონე კვირა. შესაძლებლობების ფანჯარა იღება, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 -კვირიანი. მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, 26 მაისიდან კი პლანეტა იუპიტერიც გადავა ტყუპებში. ენერ...

სოფია ბზეკალავა

1716190835

საქართველო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეი...

 ირაკლი კობახიძე

1716186622

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.  ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურ...

აა

1716149614

ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ მწვავე თემებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, ორშაბათი თქ...

ყოველდღიური

1716145798

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა...

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი