პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს და ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა, სუბსიდირებით და ასევე ვასუბსიდირებთ მთელ რიგ რეგულარულ ფრენებს. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში.

მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს, დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ შესაბამისი საფეხბურთო მატჩების ბილეთები. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729196291

ახალი ამბები

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 06:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

შუქი

1729187660

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოსალოდნელმა ნ...

ამინდი

1729183554

საზოგადოება

წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე დინამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდა...

პოლიცია

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა