,,პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ“ - არჩილ თალაკვაძე

„ჯერჯერობით ერთი ერთში სრულდება ხელისუფლების პროგნოზები. რასაც ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, არის გულწრფელი და ყველა ეს პროგნოზი გამართლდა“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ლობისტებმა, პატრონებმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩაიქნიეს ხელი, უთხრეს, რომ ისინი უკანა რიგებში უნდა გადაიმალონ. ზუსტად ასე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გადამალეს უკანა რიგებში, დაშალეს, ამ პატარა ნაშალებით შექმნეს პოლიტიკური ჯგუფები და მათ შეუქმნეს პარალელური „ენჯეოები“. თუ რამე აზიანებს დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის „ენჯეოების“ პოლიტიზება და დესტაბილიზაციის პროცესში პირდაპირი ჩართვა. ვინ არიან, ეს ფონდები, რა თანხებით ფინანსდება ეს მარგინალური ჯგუფები - ზუსტად ამას ეხება ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

წინა დღეებში ვთქვით, რომ ეს აქციები, რომლებსაც ჯერჯერობით მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა, რეალურად გადაიზრდებოდა აუცილებლად ძალადობაში. ასეც მოხდა, იმიტომ რომ ამის უკან და ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობისა დიდი გამოცდილება აქვთ. არც დააყოვნეს. დღეს პირდაპირ გააკეთეს ბრიფინგი და თქვეს: „ჩვენ ვართ ამ მიტინგის წარმმართველები“ და პირდაპირ აიღეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა