ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა

2022 წლის იანვარში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით საქართველომ $21,8 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის იანვრის მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 43%-ით, $11,6 მილიონამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, კვლავ რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ მიმართულებებზე: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884).

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.

წყარო: businessformula.ge

დღის სხვა ამბები:

🔵 გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები: Facebook-ის გარეშეც კარგად ვართ

🔵 კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში „დიდგორი“ იქმნება

🔵 „ჩვენ რომ რემდესივირს არ ვიყენებდეთ გვეყოლებოდა ბევრად მეტი გარდაცვლილი“- თენგიზ ცერცვაძე გიორგი კამკამიძეს უპირისპირდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741593094

სპორტი

ქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს

გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...

საქართველოს ნაკრები

1741591007

ახალი ამბები

„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი

„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...

ნინო წილოსანი

1741589255

ახალი ამბები

„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე

„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...

მამუკა მდინარაძე

1741587303

მსოფლიო

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...

დონალდ ტრამპი

1741585418

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები

„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია