შალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე

„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
მისი თქმით, დასავლეთმა ასეთივე პასუხისმგებლობა აიღო თავის დროზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სიტყვა „გამარჯვება“ დასავლელმა ლიდერებმა მათი ლექსიკონიდან ამოიღეს უკრაინასთან მიმართებით.
„მძიმე სურათებს ვხედავთ სირიიდან. ვხედავთ სამოქალაქო პირებს, როგორ უსწორდებიან პირდაპირ ქუჩაში. ზოგადად არეული სიტუაციაა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთმა აიღო პასუხისმგებლობა სირიაზე. მას შემდეგ, რაც იქ ხელისუფლება შეიცვალა, ვნახეთ ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული სირიაში, საფრანგეთის. პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს. ახლა ცოტა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები. ამიტომ ეს კიდევ ერთი დასტურია საერთო ჯამში, რამდენად შეიძლება ვენდოთ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები დასავლეთში, რაღაცაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზე თავის დროზე. „ვიბრძოლებთ, ვიქნებით ბოლომდე თქვენთან ერთადო“ და ახლა აღმოჩნდა, გერმანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე ნახეთ თქვენ უკრაინის პოლიტიკოსების გამოხმაურება, რომ თურმე „ბოლომდე“ ნიშნავდა „ბოლო უკრაინელამდე“ ბრძოლას და არა გამარჯვებამდე ბრძოლას. ვატყობთ, რომ სიტყვა გამარჯვება ამოიღო ბევრმა საკუთარი ლექსიკონიდან უკრაინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სირიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 750 მშვიდობიანი მოქალაქეა, 125 სირიის მთავრობასთან დაკავშირებული მებრძოლი და ასადის მხარდამჭერი 148 გასამხედროებული პირია.
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...