ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს აანონსებს

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს.
სამინისტროს წარმომადგენლები კანონში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.
რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "5 704 დაშავებული და 326 დაღუპული" - ავტოსაგზაო შემთხვევების ბოლო 9 თვის სტატისტიკა
1744960486
მსოფლიონეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...
1744956549
საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...
1744956210
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...