„რა არის კოლექტიური დასავლეთის მიზანი? სუვერენული ქვეყნების არსებობა თუ მარიონეტი მთავრობები?“ - დავით ჩიხელიძე
„რა არის კოლექტიური დასავლეთის მიზანი? სუვერენული ქვეყნების არსებობა თუ მარიონეტი მთავრობები?“ - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რუმინეთის და საქართველოს მაგალითზე კარგად აღიქმება დასავლეთის რეალური ზრახვები. რამდენიმე თვის უკან ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა.
საქართველოში საპარლამენტო (2024 წლის 26 ოქტომბერი) რუმინეთში საპრეზიდენტო (2024 წლის 24 ნოემბერი) საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა (ქართული ოცნება) რუმინეთში ჩატარებულმა არჩევნებმა კი გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტური ჩაინიშნა ( კალინ ჯორჯესკუ (დამოუკიდებელი)22.95% ელენა ლასკონი (USR) 19.17%) ისევე როგორც საქართველოში, ქართული ოცნება, რუმინეთში ჯორჯესკუ ეროვნული ინტერესების მატარებ აქტორად გვევლინება, რომელიც მიიჩნევს რომ რუმინეთისთვის მნიშვნელოვანია ღმერთი და ქვეყნის სუვერენიტეტი, რუმინეთი არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის თუ გაერთიანების ვასალი სახელმწიფო, ანალოგიური მიდგომა აქვს ქართულ ოცნებას, რომელიც თვლის, რომ საქართველოს რეგიონში და ევროპაში არა მეორადი არამედ პირველადი როლი უნდა ჰქონდეს და მას ყველა ისე უნდა მოეპყროს როგორც თანასწორს!
ორივე ქვეყანაში, არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, ქართულმა სასამართლომ არჩევნები ლეგიტიმურად ცნო, რუმინულმა სასამართლომ კი არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმა,( ახალი არჩევნები 4 მაისს გაიმართება) რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები 6 დეკემბერს გააუქმა (8 დეკემბერს მეორე ტური იყო დანიშნული) რის გამოც საზღვარგარეთის ზოგიერთ უბანში ხმის მიცემა დაწყებული იყო…
ორივე ქვეყანაში, ყველაზე საინტერესო პროცესები არჩევნების შემდეგ განვითარდა, კერძოდ ორივე ქვეყანაში იწყება საპროტესტო გამოსვლები, სწორედ აქ გამოჩნდა დასავლეთის ორმაგი სტანდარტი და რეალური ზრახვები, დასავლეთის პოზიცია არის რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქუჩაში გამოსული 15-20 ათასი ადამიანი (პიკის დროს) პოზიცია და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რუმინეთში კი 100-120 ათასი ადამიანის გამოსვლა არაფერს ნიშნავს და მთავრობას მათი მოთხოვნების გათვალისწინებისკენ არ მოუწოდებენ.
საქართველოს შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსები და მედია, აქციის მონაწილეთა მხარდაჭერას ღიად აფიქსირებს, კეთდება არაერთი განცხადება. მიუხედავად აქციის ძალადობრივი ხასიათისა, განცხადებები და სიუჟეტები ემსახურება ერთ მიზანს, მოხდეს აქციის მონაწილეთა მშვიდობიან დემონსტრანტებად წარმოჩენა, რომელთაც არჩევნები/არჩევანი მოპარეს, საპირისპიროდ ხდება ხელისუფლების დისკრედიტაცია და გაშავება, აქციების დროს ერთ ერთი ნაბიჯი საქართველოში უცხო ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამოსვლა იყო, რომლებმაც რუსთველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მიმართეს, შინაარსი ასე ჟღერდა ევროპა თქვენთან არის!
◾ ჟიგიმანტას პავილიონის ლიეტუვის პარლამენტის ვიცესპიკერი: იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე
◾ მიხაილ როთი, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: ჩვენი სურვილია მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ
◾ დაინიუს ზალიმასი, ევროპარლამენტარი: არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გარდაუვალია ახალი არჩევნების ჩატარება
◾ მიხაილ ვავრიკიევი ევროპარლამენტარი: მხარი უნდა დავუჭიროთ ოპოზიციას, მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში.
◾ ედგარს რინკევიჩსი - საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია
◾ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ასევე იყო შემთხვევები როცა საქართველოს აქციის მონაწილეთა ქმედებას ამართლებდნენ, საკუთარ ქვეყანაში კი ამას მიუღებლად და დანაშაულად თვლიდნენ: პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს და შეიძლება განიხილებოდეს როგორც დანაშაული.
ზემოთ მოყვანილი განცხადებები ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია, ახლა ვნახოთ რა ხდება დასავლეთში, როცა საქმე რუმინეთს და ბუქარესტის ქუჩებში მიმდინარე აქციებს შეეხება, სრული იგნორირება!
ევრონიუსს აქვს საინტერესო სტატია რომელიც ასე იწყება, ბრიუსელი, რუმინეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისგან თავს იკავებს!
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შოკის მომგვრელი გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს მეორე ტურში გასულმა ორმა კანდიდატმა, მაგრამ არა ევროკომისიამ, რომელიც ამ საკითხზე კომენტარს თავს არიდებს.
ევროკომისია დისტანციას იცავს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებასთან ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სავარაუდო საგარეო ჩარევის საფუძველზე.
რუმინეთში მიმდინარე არჩევნებთან დაკვირვებით არაფერი თქმულა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, არ ყოფილა ევროპარლამენტში განხილვები და რა თქმა უნდა რუმინეთში არ ჩასულა არცერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც აქციის მონაწილეთა მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებდა, ან მათთან ერთად გააპროტესტებდა არჩევნებში გარე ჩარევას! მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, მაგრამ აღიარება გააკეთეს… ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონის აღიარებს რუმინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევას „ეს რუმინეთში გავაკეთეთ და საჭიროების შემთხვევაში გერმანიაშიც გავაკეთებთ“. ასე ეხმიანება ის გერმანიაში ჩასატარებელ არჩევნებს, სადაც შესაძლოა ევროკავშირისთვის მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვოს...
რა ხდება რეალურად? ერთი და იმავე მოვლენა სხვადასხვაგვარად რატომ აღიქმება? ნიშანდობლივია რომ რუმინეთის სასამართლომ არჩევნების შედეგები ნულოვანი მტკიცებულებების საფუძველზე გააუქმა (https://brusselssignal.eu) ისევე როგორც ამას აპირებდნენ საქართველოში, მათ არ აქვთ და არ ჰქონდათ ერთი მტკიცებულებაც კი რომელიც საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა მაგრამ.... მაგრამ კოლექტიური დასავლეთისთვის ფაქტებზე მნიშვნელოვანი აღქმებია, სამწუხაროდ დღეს კოლექტიური დასავლეთი აღქმებით მოქმედებს და აღქმებით მართავს ხალხის მასებს.... საქართველომ შეძლო, გაუძლო ზეწოლას და გარე ძალებს არჩევნების მოპარვის საშუალება არ მისცა, ის რაც შეძლო საქართველომ ვერ შეძლო რუმინეთმა, რუმინეთმა ვერ გაუძლო დასავლეთის ზეწოლას, რომელმაც რუმინულ სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება მიაღებინა.
რეალობა ის არის, რომ დასავლეთს არა თანასწორუფლებიანი პარტნიორ(ებ)ი არამედ ვასალი სახელმწიფოები სჭირდება! რის წინააღმდეგაც დღეს რუმინეთი და საქართველო იბრძვის, ეს ბრძოლა იმაზე დიდი და მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
პ.ს. რუმინეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რომელმაც არჩევნების შედეგები გააუქმა(ახალი არჩევნები 4 მაისს არის) რუმინეთის პრეზიდენტად მოღვაწეობას მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განაგრძობს, რომელსაც ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურად ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩება ხომ არაფერი გეცნობათ? საქართველოში სალომე ზურაბიშვილს სურდა “მსხვერპლის გაღება” და “ქართული დემოკრატიის გადარჩენისთვის” მზად იყო კიდევ რამდენიმე თვით ყოფილიყო პრეზიდენტი (დღემდე ამბობს პრეზიდენტი ვარო)“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...