რაქვიაშვილი: არანაირი ერთობა არ არსებობს, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს დაუფიქრებლად მისცეს ხმა

არანაირი ერთობა არ არსებობს. ერთობის საჭიროება, მგონი, მოგონილია. გასაგებია, რომ განსხვავებული ბელადების პარტიები ვერ გაერთიანდებიან, რადგან ყველას თავის ეგო აქვს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს ხმა ისე მისცეს, რომ არც კი დაფიქრდნენ.
„რატომ ატყუებდნენ ის ე.წ. პროდასავლური 4-5-9-25 პარტიები თავის ამომრჩეველს, რატომ ლაპარაკობდნენ რაღაც ძლიერ კოორდინაციებზე და სალომეს ლიდერობაზე, როცა სინამდვილეში ყველას ესმოდა, რომ კულუარულად, ხან ვის ლანძღავდნენ და ხან ვის, ეს უკვე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა 4-5-9-25 პარტიებს ხმა მისცეს ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ.
მგონი, სიტყვა კოორდინაციაც გაუფასურდა, რადგან, როცა უნდათ, რომ არაფერი თქვან, ამბობენ, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და კომუნიკაცია გვაქვს. ეს სიტყვები ისე გაუფასურდა, რომ არაფერს აღარ ნიშნავს. არ მგონია, რომ ასეთი სიტყვებით შედგენილი ფრაზები რამეს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ არ იციან, რა გააკეთონ და ამას ღიად ვერ ამბობენ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...
1745007035
სპორტიგიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა
„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...
1745005379
ახალი ამბებივოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას
„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...
1745003725
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები
აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...