„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში...“.

„არსებობს არქივი, მეხსიერება და ვერ წაშლიან იმ პირდაპირ, დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იყო როგორც უკრაინის, ევროკავშირის კონკრეტული ჩინოსნების, ასევე შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. არა თუ მოთხოვნები, ბორტების გამოგზავნის მცდელობაც იყო საქართველოში, რომ საქართველოდან მომხდარიყო მეომრების გაგზავნა უკრაინაში. იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, როგორც ომში ჩართვის, ასევე სანქციების დაწესების. იყო საქართველოს გამოყენების მცდელობა, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში ამ ომის პერიპეტიებისთვის. რომ არა „ქართული ოცნების“ პრინციპული პოზიცია, „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, ჩვენ ისევ დიდ უბედურებაში გავეხვეოდით, რაშიც არის, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“ საპროტესტო აქციას აორგანიზებენ.2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, - წერს პაპუაშვილის სოციალურ ქსელში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740744086

ახალი ამბები

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შუახევის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკას...

თოვლის საფარი

1740741114

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღარ წარმოადგენს, არამედ პირდაპირ „დიფსთეითს“ წარმოადგენს

ევროკავშირის საელჩომ NED-ის და USAID-ის ფუნქციები, არა მარტო ფულის, არამედ პოლიტიკურ ნაწილშიც გადაიბარა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის პროგრამაზე,...

ააა

1740740615

საქართველო

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო - იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებულ დადებით ტენდენციებზე საუბრობს - მისი ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით...

ვახტანგ ცინცაძე

1740739438

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“ - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევრ...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740738688

ახალი ამბები

მოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ, ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, უყურადღებოდ არ ვყოფილვართ

რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტ...

მოქალაქე გურიის რეგიონიდან