ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“ - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელებს, „კვლავ აღმოეჩინათ რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო.“

„მე ვხედავ ბევრ ადამიანს ჩვენს ევროპაში, რომლებიც ამბობენ – ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ამერიკელების მიმართ, ეს გაივლის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ პასუხი არ არის მორჩილებაში და მე არ ვარ ვასალიზაციის მომხრე“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთიანობა და სიძლიერე და ამისთვის მათ უნდა გააკეთონ ღრმა არჩევანი ტექნოლოგიის, მრეწველობის და თავდაცვის თვალსაზრისით.

მაკრონმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე მიღწეული შეთანხმება, ასევე, გაიხსენა ტრამპთან უკრაინაზე საუბარი.

„მე ვცდილობდი, ამეხსნა უკრაინის მნიშვნელობა და მისი ეგზისტენციალური ბრძოლა სუვერენიტეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა მაკრონმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740749429

სპორტი

„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

1740748702

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1740747857

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული

ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...

ლევან მაჭავარიანი

1740746171

საზოგადოება

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმ...

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

1740744850

საზოგადოება

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია - სოფელ ხიდარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ორი პირის კოორდინატები დადგენილია, მიმდინარეობს მესამე პირის ადგილსამყოფლის დადგენა

სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კ...

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია