სააკაშვილს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, აქციაზე მისი მომხრეების რიცხვი გაათმაგდება, თუმცა, ის ილუზიაშია - გურამ მაჭარაშვილი

დღეს, 21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ალბათ, სააკაშვილს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, აქციაზე მისი მომხრეების რიცხვი გაათმაგდება, თუმცა, ის ილუზიაშია“.
„დღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას - პოლიტიკურ სპექტრსაც, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველოში საზოგადოებას არ სურს რადიკალიზაცია, თუ შეცვლა უნდა ხელისუფლების, ამას საზოგადოება გადაწყვეტს 2024 წელს.
სააკაშვილს უყვარს სიმბოლოები და თავის დაბადების დღეს დაამთხვია ეს აქცია. ალბათ, წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, იქ მომხრეების რიცხვი გაათმაგდება. თუმცა, ის ილუზიაშია, როგორც იყო ილუზიაში საქართველოში უკანონო შემოსვლისას, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ამ ხელისუფლებას დაამთავრებდა. ასეთივე ილუზიაში დარჩა ამის შემდგომაც“, - თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, აქციის მოთხოვნები გამოგონილია.
„არავინ დედამიწის ზურგზე სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვს და მართლმსაჯულების რეფორმა აქციებით არც ერთ ქვეყანაში არ ხორციელდება, უნდა მოვიდნენ პარლამენტში და აქ იმუშაონ. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, არის „ნაციონალურ მოძრაობაში." ოპოზიციაში იყო და როგორც ვხედავთ, არც ოპოზიციაში აღარ არის, ამ აქციასაც გაემიჯნენ, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირება ნიშნავს მარცხს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 "დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე ამოყვინთავს, დაბადების დღეს გილოცავ მიშა" - ნანუკა ჟორჟოლიანი
🔵 გაუჩინარებული ეკონომისტის წერილი იპოვეს - „ბევრი ვითმინე და დავიღალე“
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...