საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის სამი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

2022 წლის პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. აღნიშნული პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 117 ქართული  ანსამბლი მოქმედებს.

კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად)“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, ასევე,  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ღია კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2022 წლის პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე – grantebi@mfa.gov.ge“,აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველი თებერვლიდან ასევე დაიწყო საგრანტო პროგრამაში – „იყავი შენი ქვეყნის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება.

„აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, შექმნან საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელი, ასევე განახორციელონ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს.

◼️ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა.

◼️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვისა და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

◼️ „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები;

◼️ განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

🔳 ეკვადორში მეწყერს სულ მცირე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

🔳 ჯანმოს დირექტორი: ნაადრევია გამარჯვების გამოცხადება

🔳 იტალია სამი დოზით აცრილებისთვის უვადო Green Pass-ს განიხილავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730723833

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...

გიორგი კალანდარიშვილი ENEMO-ს შეხვდა

1730716076

სპორტი

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახ...

ვილი სანიოლი

1730712014

საზოგადოება

პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა

ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) აწარმოებს. 2024...

საქართველო

1730710613

ჰოროსკოპი

„ფარული მტრები მატულობს... ენას კბილი დააჭირეთ“ - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს 2024 წლის 4 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს. „გარდამავალი კვირაა, აქვს დადებითი პერსპექტივები და რთული ტენდენციებიც. ცოტა აგრესიაა მომატებული. გააქტიურდებიან ადამიანები სას...

ასტროლოგია

1730708286

საზოგადოება

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

„სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და...

ცესკოცესკო