სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის ცნობილია

საქართველოს სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.
9-კაციანი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება:
დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
თამარ ზარანდია - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
ლარისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
არნო სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
ეკა ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
ლევან ცუცქირიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.
შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს - კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...