სახელმწიფო რწმუნებული გურიაში: ფაქტობრივად, ყველა სოფელთან მისასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია

გურიაში ფაქტობრივად, ყველა სოფელთან მისასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემაც აღმოფხვრილია, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გიორგი ურუშაძემ.
„ფაქტობრივად, უკვე ყველა სოფელთან მისასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ჩვენ უკვე გადავდივართ სამუშაოებზე შიდა სასოფლო გზების გახსნასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებას რაც შეეხება, აქაც სრულად არის აღმოფხვრილი ეს პრობლემები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გიორგი ურუშაძემ.
იმერეთში სპეციალური კომისია ზარალის დათვლას განაგრძობს.
„სამ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება. სრულად დასრულდა მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, მიმდინარეობს კომისიური დათვლა“, - განაცხადა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესო გოფოძემ.
აჭარაში ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები აბსოლუტურად მოწესრიგებულია.
„ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები აბსოლუტურად მოწესრიგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს დაახლოებით 60%-ზე მეტი აღნიშნული საავტომობილო გზების უკვე მოწესრიგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ხოლო ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ გრძელდება შიდა სასოფლო გზებზე“, - განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ცინარიძემ.
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...