საქართველოში საშუალო ხელფასი 1,773 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1,774 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,673 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,727 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);
• მშენებლობა - 2,536 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2,455 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

"2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"მე, მძღოლმა კაცმა გავიგე, 55 წლის კაცმა და ახალგაზრდებმა არ იციან მე რაც გავიგე? გაუნათლებლები ვგონივართ, მაგრამ არ ვართ გაუნათლებლები" - - კაცი, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა  

🔵გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ბაბუა - "საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა"  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714584063

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტ...

შსს

1714583232

საზოგადოება

პრემიერი: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

,,შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ",0 - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევ...

ირაკლი კობახიძე

1714582486

ახალი ამბები

ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი - შსს

,,კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება," - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს...

შენობა

1714581817

ახალი ამბები

დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს - საპატრიარქო

„დღეს საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას. ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფი...

საპატრიარქო

1714579972

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა.   რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ითხოვენ,...

პოლიტიკოსები