საქსტატი: წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.
ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.
ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
📍ბოსტნეული და ბაღჩეული + 23.3%
📍პური და პურპროდუქტები + 20.5%
📍ზეთი და ცხიმი + 19.6%
📍უალკოჰოლო სასმელები და წვენები + 18.3%
📍შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.2%
📍თევზეული + 16.6 %
📍რძე, ყველი და კვერცხი + 14.4%
📍ხილი და ყურძენი + 13.7%
📍ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.9%
📍ყავა, ჩაი და კაკაო + 7.8%
📍სურსათი და უალკოჰოლო
სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27%-ით პუნქტით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%)
სხვა სიახლეები:
📍საქართველოს 4 ქალაქში მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ
1741583062
ახალი ამბები10 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:...
1741553598
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...