სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე გოგონას დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მაია შოშიაშვილმა დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოუსმინა. ნატიკ მაგარამოვმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„რა დავაშავე, რაზე უნდა ვიგრძნო თავი, რომ დამნაშავე ვარ”,- განაცხადა მაგარამოვმა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია.
„ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა”, – განაცხადა მაგარამოვამ.
1716308857
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც რეალობაა
,,სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა და ეს ქაღალდზე შავით თეთრზე წერია", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხად...
1716305886
სპორტიტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! აბუ დაბიში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა ისევ ყველას აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშ...
1716305717
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები ი...
1716300727
ახალი ამბებითაფლობის თვე, ეჭვიანობა, ღალატი და გაყრა სამუდამოდ - ყველაფერი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ფარმაცევტული კომპანიის „სიყვარულზე“
ბელგიის ქალაქ ლიეჟსის სასამართლომ ევროკომისიის და მისი ხელმძღვანელის მიერ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ გამართული მოლაპარაკების დროს დაშვებული სავარაუდო დარღვევების განხილვა მიმდინარე წლის დეკემბრა...
1716299113
მსოფლიოთურქეთი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განხილვას გეგმავს
რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთის და საქართველოს შემდეგ თურქეთი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას აპირებს. ინფორმაციას globalvoices.org ავრცელებს. საკანონმდებლო პაკეტი თურქეთის...