შალვა პაპუაშვილი „მეგობარ აქტზე“: მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი, ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ

მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი, ვინაიდან ეს არის უმადურობის აქტი ქართველი ხალხის, იმ ხალხის, იმ სახელმწიფოსი და იმ ხელისუფლების (ვგულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლებას) რომელიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „მეგობარ აქტს“ ეხებოდა.
„მაშინ როდესაც ავღანეთში ნატოს წევრების უმრავლესობა სიმბოლური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი, ზოგი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და თუნდაც ეს ბალტიის ქვეყნები, რომლებიც თითქოს იმას უყურებენ, ხმალზე ხელი როდის გაიკრან, სადაც ხმალზე ხელი იყო გასაკრავი - ავღანეთში იყვნენ 30-40 კაცით წარმოდგენილი, საქართველოს კი თითქმის 1000 და რიგ შემთხვევაში 1500-კაციანი კონტინგენტი ჰყავდა. მსოფლიოში ვიყავით მეოთხე ქვეყანა ავღანეთში ყოფნის დროს ჩვენი კონტინგენტით და დავუდექით გვერდში ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. ეს გვერდში დგომა გამოიხატა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს იქ. იცით რომ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა ამ მისიის დროს. დაახლოებით ორ მილიარდიანი დოლარის კონტრიბუცია გვაქვს გაღებული ამ მისიისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიცირებს, ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1743180882
ახალი ამბებიელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...
1743179543
საზოგადოება2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართვე...
1743177716
მსოფლიოვიქტორ ორბანი - ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში
ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს...
1743172704
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან - რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?
მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში - თავდაცვისა და უში...
1743172641
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: Google Street View ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას
Google Street View არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან, როდესაც ისინი გეგმავენ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პლატფორმაზე ინტეგრირებულია 85-ზ...