მარიამ ქვრივიშვილი: Google Street View ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას

Google Street View არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან, როდესაც ისინი გეგმავენ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პლატფორმაზე ინტეგრირებულია 85-ზე მეტი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება ამ პლატფორმის ნაწილი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. შედეგად, Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება.

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის მარტიდან 12 თვის განმავლობაში Google - ის სპეციალური გადამღები ჯგუფები საქართველოს 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ქალაქების შესახებ.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743418422

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, ეს ყველაზე მეტად მომხმარებლებისთვის იქნება სარგებლიანი

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაუ...

ლევან მაჭავარიანი

1743417910

საზოგადოება

2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა

ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...

გიორგი კაპანაძე

1743417625

საზოგადოება

ემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...

ემზარ კვიციანი

1743417566

საზოგადოება

ემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი

2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...

ემზარ კვიციანი

1743417524

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ...

ლევან ჟორჟოლიანი