შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას - ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ვენის კონვენციის“ დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაც არის.

„ეს იყო „დიპლომატიური ურთიერთიბების შესახებ ვენის კონვენციის“ დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. „ვენის კონვენციის“ დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა.

მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩევლი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას.

ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა. 26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია.

რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი