შეიზღუდება თუ არა 21 მარტიდან ფულადი გზავნილები ევროპიდან საქართველოში?!

21-მარტიდან საქართველოში გზავნილები არ შეიზღუდება – ბოლო დროს სოციალური ქსელებით ვრცელდება ,,ფეიკ’’ ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უნდობლობას იწვევს.

მაგალითად იყო საუბარი საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით… ალბათ გახსოვთ თბილისში (და არა მარტო თბილისში) დაცარიელებული დახლები.

ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია თითქოსდა 21 მარტიდან საქართველოში გზავნილები შეიზღუდება… რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

დავუკავშირდით საქართველოს ბანკის ოფიციალურ წარმომადგენლობას სადაც ამგვარ ინფორმაციას: „სრულიად უსაფუძვლო“- უწოდეს.

ბანკი სრული პასუხისმგებლობით გვიდასტურებს, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს გზავნილების მიღებას და თანხის გაცემას.

უკვე მოგვიანებით, ტელეკომპანია პირველის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შვედეთის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბანკმა, დაბლოკა საქართველოსა და სომხეთში საბანკო გზავნილების როგორც მიღება, ისე გაცემა.

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, საქართველოსა და სომხეთის შავ სიაში მოხვედრა გამოიწვია სანქცირებული რუსეთის და ბელორუსიის, მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობების შექმნამ.

მათი საბანკო ანგარიშების ადგილობრივ ბანკებში გახსნამ და ბიზნესების საქართველოში გადმოტანამ, რაც შესაძლებლობას იძლევა, თავი აარიდონ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაწესებულ სანქციებს.

ჯერჯერობით შვედური ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ეს ორი ქვეყანა შავ სიაში შეიყვანა სანქციების დარღვევის გამო, რამაც შესაძლოა დომინოს პრინციპით იმუშაოს და მომავალში სხვა ევროპულმა ბანკებმაც მიჰბაძონ.

გამომდინარე იქიდან, თუ რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად საგანგაშოა შექმნილი გარემოება და შესაძლოა ჩვენც იგივე ბედი გავიზიაროთ რაც რუსეთმა და ბელორუსმა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას, სწორედ რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები განსაზღვრავენ.

გზავნილების შეჩერება კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ჩვენი და მეზობელი სომხეთისთვის.

წყარო

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გადაცემა "ნინას ესპრესოს" სტუმარი - ემიგრანტი ჟურნალისტი მაია ხომერიკი

📌 იტალია ზაფხულის დროზე გადადის

📌 “ეს იტალიელი ქალბატონი მე და ქართულ დიასპორას რომში სულ გვერდში გვიდგას, ახლა უკრაინელებს დავეხმარებით ერთად” - ნენო გაბელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა

1741073722

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...

დონალდ ტრამპი

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ