შემოსავლების სამსახური ავტომობილების იმპორტიორი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემომტანი და გადამზიდი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომობილის გაფორმების ვალდებულება მის მფლობელს ან წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების გადამზიდ პირს ეკისრება. კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.
ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რამოდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით.
კერძოდ, თავდაპირველად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მიეცათ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტის განხორციელების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე. შემდგომ, აღნიშნული შეღავათი, აგრეთვე გავრცელდა 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და ბოლოს, დეკლარირების ვადა
2021 წლის 1 ივნისამდე გადავადდა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლის მონაცემების მიხედვით, იმპორტირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაზრდილია და ასე გამოიყურება:
• 2019 წელი - 56 325 ავტომობილი
• 2020 წელი - 61 141 ავტომობილი
• 2021 წელი - 76 956 ავტომობილი
განხორციელებული შეღავათების მიუხედავად, კვლავ ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის ვადები და შეუსრულებელია საგადასახადო ვალდებულებები.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ, განხორციელებულია შესაბამისი სამართალდარღვევის საქმისწარმოება და გატარებულია დაკისრებული სანქციის აღსრულების ღონისძიებები, ხოლო სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, გარკვეული დარღვევების შესახებ საქმის მასალები გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში.
აქვე განვმარტავთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკისრება დეკლარანტს - საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს/მინდობილ პირს. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, როგორც ავტო-იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე ავტომობილების მფლობელებთან, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება.
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...