შემზარავი ამბავი - ძმამ ძმა მოკლა

ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა.

არსებული ცნობით, ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა.  მკვლელობის მოტივი უცნობია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729183554

საზოგადოება

წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე დინამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდა...

პოლიცია

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა