„ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს, წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია!“ - გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„გახარებული ვარ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის დაუფლებით. იმედია, ყოველწლიურად მძაფრი კონკურენცია იქნება ამ პრიზისთვის და ეროვნული ნაკრები მუდმივად მიიღებს ხარისხიან შევსებას. ძალიან მომწონს ქანდაკების ვიზუალი, საკულტო ფილმ „ფეოლადან“ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ხვედელიძის ფიგურა. დიდი მადლობა ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ნამუშევრისთვის.

ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს: ჩემს ოჯახს, სანდრას, მწვრთნელებს, თითოეულ თანაგუნდელს და ნაკრების შტაბის თითოეულ წევრს. და რა თქმა უნდა, ჩვენს საუკეთესო გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ!

ვულოცავ მამარდას დამსახურებული პრიზის მიღებას! დარწმუნებული ვარ, ამ ტიტულს კიდევ არაერთხელ მოიგებს, უკვე პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უმაღლესი დონის სეზონების გამო.

ვულოცავ ბატონ მურთაზ ხურცილავას იმ ღვაწლის დაფასებას, რაც მან ქართული ფეხბურთისა და მის შემდგომ თაობებში ფეხბურთის სიყვარულის გაღვივებისთვის გააკეთა. იმედია, ჩვენი თაობა ღირსეულად გადაიბარებს უფროსი თაობების ესთაფეტას და თითოეული ბავშვისთვის ვიქნებით მაგალითი, რომ ვიყოთ მეტი ვიდრე ფეხბურთელი!

ძალიან დიდი მადლობა სარბიელსა და მის რედაქციას, ყველაზე ძველი, 1993 წლიდან არსებული და პრესტიჟული გამოკითხვის ორგანიზებისთვის. ასევე, გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ჟურნალისტს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა ობიექტური კრიტიკა ძალიან საჭიროა პრობლემების შეფასებისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, თქვენგან ქებასა და დაფასებასაც სხვა ფასი აქვს.

წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია!

კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა „სარბიელს'“, თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს!“ - წერს გიორგი ქოჩორაშვილი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729080024

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სა...

საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

1729068124

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის მალათიას პროვინციაში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.ც მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ კალეში იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10 საათსა და 46 წუთზე მოხდა. ეპიცენტ...

ააა

1729065967

სოციალური მედია

„ვტკბები შენი ბედნიერებით!“ - შორენა ბეგაშვილი მოგზაურობიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უა...

შორენა ბეგაშვილი

1729062341

საზოგადოება

იუსტიციის სახლთან სატვირთო ხეს შეეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისში, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მ...

პოლიცია

1729058469

საზოგადოება

„შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“ - მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. გვარლიანი ამ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვანეპულთან, დაუცენ კრუსთან, ტე...

- მატილდა გვარლიანი