„თანამშრომლებთან მიმართებით გადაწყვეტილება არასდროს მიგვიღია პოლიტიკურ ნიადაგზე“ - კახა კალაძე

„2017 წლიდან მერი ვარ. ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომლისთვის მეთხოვოს ჩემს მიმართ ან პარტიის მიმართ მხარდაჭერა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი თბილისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე გავაკეთე განცხადება, რომ მერიაში დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია. ამის შემდეგ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება დოკუმენტზე, რომლის ტექსტიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თანამშრომლებთან მიმართებაში გადაწყვეტილება არასდროს მიგვიღია პოლიტიკურ ნიადაგზე. 2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი. ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომლისთვის მეთხოვოს ჩემს მიმართ ან პარტიის მიმართ მხარდაჭერა. 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყების სხვადასხვა სტრუქტურაში. რა თქმა უნდა, ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის და სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია და ეს მათი უფლებაა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, გვაქვს საშტატო ცვლილებები. ზოგი წავა, ზოგი მოვა. 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თუ პოლიტიკური ნიშნით გვინდოდა გაშვება, ყველას გავუშვებდით. მაგრამ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ადამიანი განსხვავებული მოსაზრების გამო, სამსახურიდან გავუშვათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უწყებაში განსხვავებული აზრის ქონა მისაღებია, თუმცა, მიუღებელია შანტაჟი და მუქარა, რასაც მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დოკუმენტზე ხელმოწერების დროს.
„პოლიტიკური ნიშნით არასდროს არავინ გაგვიშია სამსახურიდან. ამის ნათელი მაგალითია ის ქალბატონი, რომელიც გვარამიას პარტიაშია და რომელიც წლების განმავლობაში ოპოზიციური განწყობებით გამოირჩეოდა, მაგრამ არასდროს გვიკადრია პოლიტიკური ნიშნით გაგვეშვას. მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციაა - შენ თუ არ მოგწონს პოლიტიკა, რასაც ვატარებთ; თუ არ მოგწონს ის, რასაც მე ვაკეთებ ქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია დილას ჩემთან ერთად თბილისის საქმეებს აკეთებდე და საღამოს მაკრიტიკებდე და ძირს მითხრიდე. კრიტიკაც მისაღებია, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა დადიხარ თანამშრომლებში და ემუქრები, აშანტაჟებ, რომ ხელი მოაწერინო განცხადებას, რისი სქრინებიც არსებობს, ეს უკვე მიუღებელია. ჩვენ ხომ არ ვზღუდავთ პოლიტიკური შეხედულების გამო. აქციაზე წადი, ვინ გზღუდავს? თუ აქამდე არავინ გზღუდავდა, დღეს შენი გათავისუფლება რატომ გახდა პოლიტიკური?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1743182135
ახალი ამბებივანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შსს-ის რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით,...
1743180882
ახალი ამბებიელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...
1743179543
საზოგადოება2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართვე...
1743177716
მსოფლიოვიქტორ ორბანი - ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში
ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს...
1743172704
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან - რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?
მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში - თავდაცვისა და უში...