თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გრეტა წიწავამ წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება/წარმოება, ასევე ამ იარაღით ან ვაზნებით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა გახდება. ნებართვას შემდეგი საქმიანობები დაექვემდებარება: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა; საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა, გადაზიდვა და გადაგზავნა; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა, გატანა და გადაადგილება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განმარტებით, ნებართვის მოპოვების უფლება 18 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი.
გრეტა წიწავას თქმით, სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის შეძენა/ შენახვის ნებართვისთვის ცალკე მოსაკრებელი დაწესდება.
ამასთან ერთად, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის ნებართვების გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური განისაზღვრება.
ცვლილებების პროექტი სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწესებასაც ითვალისწინებს.
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტმა დადებითად შეაფასა და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
1743533541
მსოფლიოთეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...