ლევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, British Airways-ის შემდეგ მეორე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარებაა.
„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას ჩვენს ბაზარზე. რაც იმას უსვამს, ხაზს, რომ ეს არის ჩვენი სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარება. ავიაკომპანია easyJet-ი ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით.
რაც მთავარია, საქართველო უკვე დაუკავშირდა შვეიცარიას უმოკლესი მარშრუტით, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის შვეიცარიელი მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით.
ასევე, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ჩვენ უკვე British Airways-თან და easyJet-თან ერთად ჯამურად, კვირაში 6 სიხშირე გვექნება. აღსანიშნავია მილანი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის და Georgian Airways-თან ერთად, ამ მიმართულებით დღეიდან, უკვე easyJet-ის შეასრულებს ფრენებს“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. პირველი ისტორიული ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან ავიაკომპანიამ გუშინ საღამო შეასრულა.
1743604337
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743602352
ახალი ამბებიმაჭავარიანი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები არ გაგვაჩნიაო, ეს თავისთავად, პირდაპირ გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს
„მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები და ფაქტები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, რაღაც ეჭვები არისო. ეს თავისთავად, გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს“, - ამის შესახე...
1743601583
საზოგადოებაწულუკიანი: კომისიაზე რასაც ვისმენთ, ადასტურებს, რომ მართლები ვართ, როცა ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაცმოძრაობის“ მიმართ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია
„ყველაფერი, რასაც კომისიაზე ვისმენთ, ადასტურებს, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვა...
1743599844
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7623 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7632 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1743599218
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...