თეა წულუკიანი გიული ალასანიაზე: სტუდენტების კუთვნილ ფართში თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო, პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა

ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი?, - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმის განხილვის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე იმყოფება.
დავით გურგენიძემ უპასუხა, რომ ის კი არ ამბობს, არამედ, ფაქტია, რომ ასეა.
„ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია“, - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
თავის მხრივ, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მან ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ გიული ალასანია საზოგადოებას ეუბნება, რომ უქონელია და თავს ისაწყლებს, თუმცა, გამოდის, რომ თავისი შვილის ხელშეწყობით მან საკუთარი ბიზნესი სტუდენტების ფართში მოიწყო.
„იცით რატომ ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, ლამის უპოვარია, ბებიამ დაუტოვა [ქონება] და ძალიან თავს ისაწყლებს. გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში მან თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა. უფრო მეტიც, ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე, მე მახსოვს, რომ საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც უნივერსიტეტის თავზე ტრიალებდა. ამ ამბავს მაშინაც კი უხმაუროდ არ ჩაუვლია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
1744920197
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...
1744919114
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...
1744915581
ახალი ამბებისოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...
1744913119
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1744911668
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...