ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

 ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე.

ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოავლინეს.

შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ანგარიშში ვკითხულობთ, „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და რუმინეთი.“ (გვ. 20)

მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც , რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორიცაა თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრს ყურადღების მიღმა არც 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესი დაუტოვებია. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთაგანია. 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზე გავიდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743182135

ახალი ამბები

ვანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შსს-ის რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს

 „სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით,...

ვანო ბეჟაშვილი

1743180882

ახალი ამბები

ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...

ააა

1743179543

საზოგადოება

2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG

 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართვე...

ინდექსი

1743177716

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში

 ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს...

ორბანი

1743172704

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან - რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?

მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში - თავდაცვისა და უში...

ააა