„ცრუ ბრალდებაა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა"- ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსნის მეუღლე
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასაპატიმრო გირაო შეეფარდა.
თანხა 10 000 ლარით განისაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი ციხეს აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
დაკავებული ამჟამად ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი. მისი უფლებადამცველის, მერაბ ფუტკარაძის თქმით, ყაზაიშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს და კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა.
თავად ყაზაიშვილის მეუღლე, ნაზი ფუტკარაძე, ამბობს, რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც გამვლელმა პოლიციაში დარეკა, რამაც საბოლოო ჯამში ყაზაიშვილის დაკავება გამოიწვია.
"ცრუ ბრალდებაა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა", _ თქვა ფუტკარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ არჩილ ყაზაიშვილი მერის თანაშემწის პოზიციაზე ბოლო ერთი თვეა მუშაობს, მანამდე ის გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.
წყარო: „ტვ პირველი“
ასევე საინტერესოა:
🔵 სპეკულაციებს, რომ საქმე პოლიტიკური იყო, ნიადაგი გამოეცალა - მიხეილ სარჯველაძე
🔵 შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო კოვიდ - 19, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს - გოგა ჩანადირი
🔵 თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ხელფასი არ მინდა - გიორგი ფხაკაძე
1730835243
ჰოროსკოპი6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების განლაგება დაუგეგმავ შემოსავალს ან ხელფასის გ...
1730829507
ახალი ამბებიპაატა იმნაძე: ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გრიპის ვაქცინის დანიშნულებაზე ისაუბრა. იმნაძემ მოსახლეობას გრიპის ვაქცი...
1730827139
სოციალური მედია,,ყველა შექება, რომელსაც ხშირად იმეტებთ ჩვენთვის მათ ეკუთვნით” - რას წერს ზურა შევარდნაძე
„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში თანამშრომლების, კოლეგების ფოტოს აქვეყნებს და მათ მადლობას საჯაროდ უხდის. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ყველა შექება, რომელსაც ხშირა...
1730821566
სოციალური მედია„ფულს რომ ვნახავ რანაირად გადავაბიჯო და გავიარო?“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?
მსახიობი, ჟურნალისტი და ახლა უკვე გიდიც, დათო ლიკლიკაძე, რომელიც სინგაპურში იმყოფება სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს. „სინგაპურში ადგილობრივი გიდი გვაფრთხილებს, რომ ფული თუ ვიპოვეთ ქუჩაში...
1730818574
სოციალური მედიანახეთ, როგორ მიულოცა ვარლამ ლიპარტელიანმა იუბილარ ცოლს დაბადების დღე
ცოტა ხნის წინ ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. დღეს, 5 ნოემბერს ვარლამის ცოლს დაბ...