თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ეს იქნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება - ვახტანგ ხმალაძე
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამის უფლება, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის თაობაზე.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ასე არ უნდა მოიქცეს.
„თუ სასამართლომ მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ იმასაც დაადგენს, რომ პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით დაარღვია კონსტიტუცია და ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ შეეძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. არა მგონია, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს, ანუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს, რადგან ამას სჭირდება პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობა, ესე იგი ოპოზიციის არც თუ მცირე ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი მათ ამ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილის გადაყენებას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“, - აღნიშნა ხმალაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავა ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა, რამდენადაც ახსოვს, საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
„როგორც ჩანს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ კომპეტენციის თაობაზე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია იყოს და ასეთ შემთხვევებში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ესა თუ ის მოქმედება სახელმწიფო ორგანოსი რომელი უწყების კომპეტენციაშია. ამაში არაფერი უცნაური არ არის, რადგან კანონების ფორმულირება ყოველთვის არ არის იმდენად ცალსახა და ყოველთვის არ ჩანს ნათლად თუ რაღაც კონკრეტულ საკითხს რომელი უწყება უნდა წყვეტდეს. ამაში არც არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ახლა ეს განცხადება გაკეთდა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე გამიჭირდება ამის თქმა, თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა თქვას ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მთავრობის თანხმობის გარეშე. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი ნიშნავს პრეზიდენტის ნებისმიერ მოქმედებას, განცხადებას ან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. კონსტიტუცია მთავრობის თანხმობის გარეშე არ აძლევს ამის უფლება პრეზიდენტს, როცა ის გამოდის და ამბობს ან მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით - წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სწორედ ამას ნიშნავს.
სახელმწიფოს სახელით როდესაც საუბრობს პრეზიდენტი, იმ თემაზე, რაზეც საუბრობს, სჭირდება მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს არ უკრძალავს პრეზიდენტს ჰქონდეს თავისი პირადი თუნდაც განსხვავებული აზრი მთავრობის ან პარლამენტის პოზიციისგან. ამდენად, აქ ვერ ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას, რადგან პრეზიდენტის ვიზიტების თაობაზე რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, იქ არსად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა თქვა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია, კითხვები აღარ არსებობს“.
გუშინ, 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
ასევე საინტერესოა:
1737135413
მსოფლიოირანმა და რუსეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა კრემლში ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. გავრცელებული ცნობით, შეთანხ...
1737133299
მსოფლიოვაშინგტონში მოსალოდნელი სახიფათოდ დაბალი ტემპერატურის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შესაძლოა დახურულ სივრცეში გაიმართოს - CNN
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შესაძლოა დახურულ სივრცეში გაიმართოს ვაშინგტონში მოსალოდნელი სახიფათოდ დაბალი ტემპერატურის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ინფორმი...
1737130556
მსოფლიოორბანი: მწარე, რთული და მტკივნეული წარუმატებლობის ოთხი წელი - „დემოკრატების“ მმართველობის ოთხი წელი დასასრულს უახლოვდება
მწარე, რთული და მტკივნეული წარუმატებლობის ოთხი წელი - „დემოკრატების“ მმართველობის ოთხი წელი დასასრულს უახლოვდება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „2020 წელს, თაღლითობას რომ არ...
1737128652
მსოფლიოტრამპი: პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. „ძალიან კარგი სატეკეფონო საუბარი შედგა როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ჩემი მოლოდინია, რო...
1737123834
ახალი ამბებიგორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა
გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...