„უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს“ - დავით სერგეენკო

„პირველი ვიყავი მე, ვინც 2014 წელს უკრაინაში ჩავედი, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა“ - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები კიევში უნდა ჩავიდნენ.
სერგეენკო ამბობს, რომ საქართველო გამოხატავს სოლიდარობას როგორც შეუძლია.
„უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს და სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მართლაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის, ჩვენც გამოვხატავთ იმით, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობაზე და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. მე როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2014 წელს, როცა ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს დელეგაცია პირველი იყო და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიფიც.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური ამასთან მიმართებაში, რადგან ემოციები მძალავს ყოველთვის, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ასევე საინტერესოა:
🔵 იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები - ლელა კაკულია
🔵 არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის
🔵 ბოლო 24 საათში უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...