უნგრეთში ვაქცინის გაკეთება უკვე მოზარდებისთვისაც არის შესაძლებელი

უნგრეთში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ახლა უკვე თინეიჯერებსაც შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 16-18 წლის ახალგაზრდებს „ფაიზერის“ ვაქცინა სასკოლო გამოცდების შემდეგ გაუკეთდებათ.

ვაქცინაციაზე უკვე დარეგისტრირებულია 90 ათასი თინეიჯერი.

აცრისთვის მშობლის თანხმობაა საჭირო.

თამასი 17 წლისაა, მისი აზრით, ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

„ძალიან მინდოდა აცრა. როცა გავიგე, რომ ჩემი ასაკის მოზარდებსაც შეეძლოთ ვაქცინის გაკეთება, ვორჭოფობდი. თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე, ჩავწერილიყავი“, – ამბობს სკოლის მოსწავლე თამას სეფერი.

ბენსსაც არ სურს,  რომ ვირუსი სახლში მიიტანოს. ამიტომაც მან აცრის გაკეთება მშობლებზე ადრე გადაწყვიტა.

„აცრა ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაცავად გავიკეთე. არ მინდოდა, რომ ვირუსი შემყროდა“, – ამბობს ბენს ჩიზმაზია, სკოლის მოსწავლე.

ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაისი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელია, რადგან მათ ხშირად აღენიშნებათ პოსტკოვიდური სიმპტომები.

„უნგრეთში სატესტო რეჟიმში უკვე 6-იდან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვფიქრობ, შემოდგომას, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ყველა სკოლის მოსწავლე ვაქცინირებული იქნება“, – იმედოვნებს ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაი.

უნგრეთში ექვსი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, მათ შორისაა „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოფარმისა“ და „სპუტნიკის“ ვაქცინები.

ვაქცინის პირველი დოზა ოთხმილიონ-ნახევარ ადამიანს უკვე გაუკეთდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ის ადამიანებიც შეძლებენ აცრას, რომელთაც მხოლოდ დასავლური წარმოების ვაქცინის გაკეთება სურთ.

euronewsgeorgia.com

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729687409

სოციალური მედია

სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის - „ზუსტად ისეთი დიდი ტკივილი ხარ, რამდენადაც დიდი იყავი... ტანად არა! გულად“

13 სექტემბერს, 55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე 16 სექტემბერს დაკრძალეს. მას დაახლოებით 9 თვის წინ ინფარქტი განუვითარდა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ...

სანდრო ელოშვილი

1729684449

საზოგადოება

სამეგრელოში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

სამეგრელოში, სოფელ ზედა საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამავე ცნობით, მიკროავტობუსის...

პოლიცია

1729680651

სოციალური მედია

🎥 „ბასტიბუბუ 1995 წელი“ - ნინი ბადურაშვილი ბავშვობის მოგონებებს იხსენებს

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში...

ნინი ბადურაშვილი

1729680464

საინტერესო ამბები

აშშ-ში McDonald's-ის ჰამბურგერით 49 ადამიანი მოიწამლა, ერთი გარდაიცვალა

აშშ-ის რამდენიმე შტატში სწრაფი კვების რესტორნის, McDonald's-ის Quarter Pounder-ით გამოწვეული ნაწლავური ჩხირით 49 ადამიანი მოიწამლა, 9-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ The G...

McDonald's-ის ჰამბურგერი

1729676610

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ზესტაფონში - ელმავალმა მწყემსი გაიტანა

ზესტაფონში უბედური შემთხვევა მოხდა. ელმავალმა მწყემსი გაიტანა. დაღუპულია ხანში შესული კაცი.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსი...

პოლიცია