ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა.
გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა.
ვახტანგ გომელაურმა გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს გიორგი ბუხრაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.
1744868716
ახალი ამბებიდავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა
დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...
1744867822
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?
საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...
1744866286
ახალი ამბებიპრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?
უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1744865928
საზოგადოებადღეს დიდი ხუთშაბათია
დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის...
1744835719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც
„პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...